20 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
იური საველიევი ციხიდან გაათავისუფლეს
2023 წლის 19 ივლისს იური საველიევი ქალაქ რუბცოვსკსში (რუსეთი) მდებარე სასჯელაღსრულების კოლონიიდან გაათავისუფლეს. ის 2018 წლის 9 ნოემბერს დააკავეს. მას დაახლოებით ოთხწელიწად-ნახევარი მოუწია ციხეში ყოფნა.
ციხეში არსებული ანტისანიტარიის გამო იურის ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ამას ისიც დაემატა, რომ ის არაერთხელ გადაიყვანეს კარცერში ყალბი ბრალდებების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, იური ლოცვის შედეგად მიღებული ძალის წყალობით კარგ განწყობას ინარჩუნებდა. მისმა კარგმა საქციელმა და ქრისტიანულმა თვისებებმა ბევრი პატიმარი და ციხის თანამშრომელი მისადმი დადებითად განაწყო.
სანამ განაჩენს გამოუტანდნენ, იურიმ თავის სიტყვაში იესოს ნათქვამი მოიშველია, რომელიც მათეს 22:37-შია ჩაწერილი: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. იური თავისი ერთგულებით აჩვენებს, რომ ამ სიტყვების თანახმად ცხოვრობს. გვჯერა, იეჰოვა კვლავაც აკურთხებს მის რწმენას, სიყვარულს და მოთმინებას.