არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: დარია და ვენერა დულოვები; მარჯვნივ: ალექსანდრე და ანასტასია პრიანიკოვები; შუაში: სვეტლანა ზალიაევა

2022 წლის 20 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

კარპინსკში ჩვენს და-ძმებს იეჰოვასადმი ნდობა რწმენას უძლიერებს

კარპინსკში ჩვენს და-ძმებს იეჰოვასადმი ნდობა რწმენას უძლიერებს

კარპინსკის საქალაქო სასამართლო (სვერდლოვსკის ოლქი) მალე განაჩენს გამოიტანს დარია და ვენერა დულოვების, ალექსანდრე და ანასტასია პრიანიკოვებისა და სვეტლანა ზალიაევას საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მათთვის.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 27 იანვარი

    ალექსანდრეს, დარიასა და ვენერას მსჯავრი დასდეს.

  2. 2020 წლის თებერვალი

    ალექსანდრეს, დარიასა და ვენერას წინააღმდეგ მეორე საქმე აღიძრა.

  3. 2020 წლის 30 მარტი

    სამართალდამცავებმა ჩვენი და-ძმების ბინები გაჩხრიკეს და ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს.

  4. 2020 წლის 19 მაისი

    საქმე ანასტასია და სვეტლანას წინააღმდეგაც აღიძრა და ზემოხსენებულ საქმეში გაერთიანდა. ორივეს აეკრძალა საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება.

  5. 2021 წლის 29 აპრილი

    დაიწყო სასამართლო განხილვა.

ზოგადი ინფორმაცია

ძალიან გვამხნევებს იმის დანახვა, თუ როგორ ავლენს სიყვარულს და როგორ ზრუნავს იეჰოვა რუსეთში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებზე. მათი გამონაცადი რწმენა იეჰოვას დიდებას და პატივს მიაგებს (1 პეტრე 1:7).