2018 წლის 16 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ორიოლის სასამართლოში მალე დაიწყება დენის კრისტენსენის საქმის მოსმენა
2018 წლის 19 თებერვალს დენის კრისტენსენის საქმის წინასწარი მოსმენა გაიმართება. რუსეთში მცხოვრები დანიის მოქალაქე დენის კრისტენსენი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, 2017 წლის მაისიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ორიოლის ოლქში.
2018 წლის 31 იანვარს ორიოლის პროკურორის მოადგილემ დენის კრისტენსენის საქმის თაობაზე 76-გვერდიანი საბრალდებო აქტი წარუდგინა სასამართლოს. პროკურორმა დენის კრისტენსენი დაადანაშაულა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, რომელიც კრძალავს ექსტრემისტულად გამოცხადებული რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობას. დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დენის კრისტენსენს დანაშაული არ ჩაუდენია. ის მეუღლესთან და თანამორწმუნეებთან ერთად მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრას ესწრებოდა, როცა დააპატიმრეს. სასამართლო მოსმენა 2018 წლის 19 თებერვალს 14:30-ზე ორიოლის ოლქში მდებარე ჟელეზნოდოროჟნის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.