არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: ნინა ასტვაცატუროვა, ელენა ბარმაკინა და ლუდვიგა კატანაევა

ქვემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: იგორ ლონჩაკოვი, იური რედოზუბოვი, ეკატერინა ტრეგუბა და ელენა ცორნი

25 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ლოცვა და დადებითი განწყობა ჩვენს და-ძმებს განსაცდელებს ატანინებს

ლოცვა და დადებითი განწყობა ჩვენს და-ძმებს განსაცდელებს ატანინებს

პერვორეჩენსკის რაიონული სასამართლო (ვლადივოსტოკი) მალე განაჩენს გამოიტანს ნინა ასტვაცატუროვას, ელენა ბარმაკინას, ლუდვიგა კატანაევას, ეკატერინა ტრეგუბას, ელენა ცორნის, იგორ ლონჩაკოვის და იური რედოზუბოვის საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მათთვის.

ზოგადი ინფორმაცია

გვახარებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა კვლავაც მხარს უჭერს, ზრუნავს და თავისი წყალობით იფარავს ერთგულ მსახურებს (ფსალმუნი 5:12).

დროის დიაგრამა

  1. 2019 წლის 6 აგვისტო

    ელენა ბარმაკინას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.

  2. 2020 წლის 8 ივნისი

    სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ნინა ასტვაცატუროვას, ლუდვიგა კატანაევას და ელენა ცორნის წინააღმდეგ.

  3. 2020 წლის 17 ივნისი

    ელენა ბარმაკინას საქმეზე დაიწყო სასამართლო მოსმენა.

  4. 2020 წლის 9 ივლისი

    გაჩხრიკეს ნინა ასტვაცატუროვას, ლუდვიგა კატანაევას, ელენა ცორნის და იური რედოზუბოვის სახლები. იური დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო ნინას, ლუდვიგასა და ელენას გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.

  5. 2020 წლის 4 სექტემბერი

    იგორ ლონჩაკოვს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.

  6. 2020 წლის 8 სექტემბერი

    ეკატერინა ტრეგუბას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.

  7. 2020 წლის 29 სექტემბერი

    ელენა ბარმაკინას საქმე განსახილველად პროკურატურას დაუბრუნდა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო.

  8. 2021 წლის 11 აგვისტო

    იური რედოზუბოვს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. ელენა ბარმაკინას საქმე განახლდა და ყველა სასამართლო საქმე ერთ საქმეში გაერთიანდა.

  9. 2022 წლის 28 სექტემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

a b ნინა ასტვაცატუროვასა და ლუდვიგა კატანაევასგან ინტერვიუების აღება ვერ მოხერხდა.