13 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
მათთვის ყველაზე მთავარი იეჰოვას მსახურებაა
ვისელკოვსკის რაიონული სასამართლო (კრასნოდარის მხარე) მალე განაჩენს გამოიტანს ევგენი ბოჩკოს, ვლადიმერ კოლესნიკოვის, ალექსეი შუბნიკოვის, ვიტალი უშაკოვისა და ვალერი ვეჩკაიევის საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მათთვის.
ზოგადი ინფორმაცია
დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა კვლავაც მისცემს ძალას და სიხარულს ყველას, ვინც მას აფარებს თავს (ფსალმუნი 141:8).
დროის დიაგრამა
2022 წლის 11 თებერვალი
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ევგენის, ალექსეის, ვიტალისა და ვალერის წინააღმდეგ.
2022 წლის 13 თებერვალი
გაჩხრიკეს მათი სახლები. ევგენი, ალექსეი და ვიტალი დაკითხეს. ვიტალი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2022 წლის 15 თებერვალი
ვიტალი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
2022 წლის 16 თებერვალი
ევგენისა და ალექსეის გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2022 წლის 18 თებერვალი
ვალერის გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2022 წლის 21 თებერვალი
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ვლადიმერის წინააღმდეგ.
2022 წლის 15 მარტი
ვლადიმერს გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს. ამ ძმების საქმეები ერთ საქმეში გააერთიანეს.
2022 წლის 8 სექტემბერი
ვიტალი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს.
2022 წლის 10 ოქტომბერი
ვიტალის მოუხსნეს შინაპატიმრობა და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2023 წლის 31 მაისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.