2016 წლის 28 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
მალე გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე
მოსკოვში ტვერის რაიონული სასამართლო მალე განიხილავს იეჰოვას მოწმეების საჩივარს, რომელიც მათი ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციას ეხება. როგორც უკვე ცნობილია, გენერალური პროკურატურა იეჰოვას მოწმეებს ადმინისტრაციული ცენტრის დახურვით დაემუქრა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ისინი ექსტრემისტულ საქმიანობას ეწევიან.
იეჰოვას მოწმეები თხოვნით მიმართავენ რაიონულ სასამართლოს, რომ უკანონოდ ცნოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნა. პროკურატურა არასწორად იყენებს რუსეთის კანონს ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ და არღვევს იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უფლებას.
„ჩვენ ექსტრემისტულ საქმიანობაში არასოდეს მიგვიღია მონაწილეობა, — აღნიშნა რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის წარმომადგენელმა, ვასილი კალინმა. — ვიმედოვნებთ, რომ რაონული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“.