12 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
„მარტო არ ვარ“
ვისელკოვსკის რაიონული სასამართლო (კრასნოდარის მხარე) მალე განაჩენს გამოიტანს ირინა ზინინას საქმეზე. ბრალდების მხარეს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მისთვის.
ზოგადი ინფორმაცია
გვჯერა, რომ იეჰოვა თავის მხარდაჭერას არ მოაკლებს ირინას და მათ, ვინც ცდილობს, სიყვარულით იზრუნოს გასაჭირში მყოფ თანაქრისტიანებზე (1 იოანე 4:7).
დროის დიაგრამა
2022 წლის 13 თებერვალი
გაჩხრიკეს სახლი, სადაც ირინა მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
2023 წლის 23 მაისი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბრალად დასდეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა საკუთარ მრწამსზე სხვებთან საუბრის გამო.
2023 წლის 22 ივლისი
დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2024 წლის 8 თებერვალი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.