არჩეულ მასალაზე გადასვლა

მაქსიმი ოჯახთან ერთად ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

20 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
რუსეთი

მაქსიმ ბელტიკოვი ციხიდან გაათავისუფლეს

მაქსიმ ბელტიკოვი ციხიდან გაათავისუფლეს

2023 წლის 15 სექტემბერს მაქსიმ ბელტიკოვი ხადიჟენსკის ციხიდან (რუსეთი) გაათავისუფლეს. 2022 წლის 17 იანვარს ის დამნაშავედ ცნეს და ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. მას გარკვეული დრო უკვე ჰქონდა გატარებული დროებითი მოთავსების იზოლატორში, ამიტომ 2023 წლის 15 სექტემბერს სასჯელი მან მთლიანად მოიხადა.

მაქსიმს და მის ცოლს, მარიას, სამი ბიჭი ჰყავთ. დაკავებამდე მაქსიმმა აღნიშნა: „მე და ჩემს ოჯახს გვახსოვს, რომ ყველაფერი იეჰოვას კონტროლქვეშაა, რაც ამ სირთულეების ფონზე დადებითი განწყობის შენარჩუნებაში გვეხმარება. რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილი გვაქვს, იესო ნავეს ძის 24:15-ში ჩაწერილის თანახმად მოვიქცეთ და მთელი ოჯახი იეჰოვას ვემსახუროთ“.

სასამართლო მოსმენის დროს, როცა მაქსიმი ექსტრემიზმში დაადანაშაულეს, მან გაბედულად განუცხადა სასამართლოს: „არაფერი მიუთითებს, რომ ექსტრემისტი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ სწორად ვიქცევი და საერთოდ არაფრის მრცხვენია. მეამაყება, რომ იეჰოვას მოწმე ვარ და ამის გამო მასამართლებენ!“.

და-ძმები მაქსიმს ეგებებიან.

გვჯერა, იეჰოვა კვლავაც მხარს დაუჭერს მაქსიმს, მარიასა და მათ სამ შვილს (ფსალმუნი 4:3).