2022 წლის 18 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
„მეამაყება, რომ იეჰოვას მოწმე ვარ“
ამა წლის 10 ოქტომბერს კეჟემსკის რაიონულმა სასამართლომ (კრასნოიარსკის მხარე) დამნაშავედ ცნო ილდარ ურაზბახტინი და ექვსი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
დროის დიაგრამა
2021 წლის 20 ივლისი
ქალაქ კოდინსკში, სულ მცირე, 5 იეჰოვას მოწმის ბინა გაჩხრიკეს, მათ შორის ილდარისა და მისი ოჯახის სახლი. ილდარი განყოფილებაში გადაიყვანეს.
2021 წლის 21 ივლისი
ილდარი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს და აუკრძალეს ტელეფონითა და ინტერნეტით სარგებლობა.
2021 წლის 20 სექტემბერი
ილდარი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2022 წლის 13 იანვარი
ილდარს ბრალი ვიდეოკონფერენციით შეხვედრების ჩატარების გამო დასდეს, სადაც „მისი ხელშეწყობით ღრმად შეისწავლიდნენ ბიბლიას და მისი მოწოდებით და-ძმებს მხარი უნდა დაეჭირათ ერთმანეთისთვის“.
2022 წლის 30 მარტი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
ზოგადი ინფორმაცია
ილდარისა და რუსეთში მცხოვრები ჩვენი სხვა და-ძმების მაგალითები შეგვახსენებს, რომ ჩვენი ღმერთი, იეჰოვა, „უსათუოდ შეგვეწევა გაჭირვების ჟამს“ (ფსალმუნი 46:1).