2016 წლის 22 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
სასამართლო პროცესი რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის დახურვის თაობაზე სექტემბერში შედგება
მოსკოვში ტვერის რაიონულ სასამართლოში იეჰოვას მოწმეების საჩივარზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლომ მოისმინა არგუმენტები და მთავარი სხდომა 2016 წლის 23 სექტემბერს დანიშნა. წინასასამართლო სხდომას საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სახელმწიფო არაერთ ქმედებას მიმართავს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის მათ რელიგიის თავისუფლებას. რუსეთის მთავრობამ შესწორება შეიტანა ფედერალურ კანონში სინდისისა და რელიგიური გაერთიანებების თავისუფლების თაობაზე. ცვლილებები 2016 წლის 20 ივლისს შევიდა ძალაში. დრო გვიჩვენებს, რა მხრივ შეზღუდავს ეს ცვლილებები იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობას.