არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 17 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

საქალაქო სასამართლო განიხილავს საჩივარს რუსეთის მთავრობის მიერ იეჰოვას მოწმეებისთვის ფილიალის ჩამორთმევის თაობაზე

საქალაქო სასამართლო განიხილავს საჩივარს რუსეთის მთავრობის მიერ იეჰოვას მოწმეებისთვის ფილიალის ჩამორთმევის თაობაზე

2018 წლის 3 მაისს რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლოში, გაიმართება იეჰოვას მოწმეების საქმის მოსმენა მათი ყოფილი ფილიალის კონფისკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. თუ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, სახელმწიფო უფლებამოსილი იქნება, დაუყოვნებლივ მოახდინოს ფილიალის კონფისკაცია.

მანამდე სესტრორეცკის საოლქო სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ იეჰოვას მოწმეების ფილიალი ეკუთვნოდა აშშ-ს იურიდიულ პირს — „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებას“ — არაკომერციულ კორპორაციას. ეს კორპორაცია 17 წლის განმავლობაში ყოველთვის იხდიდა დაკისრებულ გადასახადებს. მიუხედავად ამისა, 2017 წლის 7 დეკემბერს საოლქო სასამართლომ „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების“ მფლობელობის ხელშეკრულება ბათილად ცნო. თუ სააპელაციო სასამართლო მოწმეების წინააღმდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რუსეთში ყველა იურიდიული პროცედურის გავლის შემდეგ მოწმეები სასამართლო გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

სასამართლო მოსმენა 2018 წლის 3 მაისს, რუსეთის დროით 11:30 საათზე დაიწყება სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლოში (რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი, ბასეინაიას ქ. №6).