არჩეულ მასალაზე გადასვლა

ოლეგ სიროტკინი

2022 წლის 2 დეკემბერი
რუსეთი

„მნიშვნელოვან საქმეს ვასრულებ“

„მნიშვნელოვან საქმეს ვასრულებ“

ლენინსკის რაიონული სასამართლო (ტამბოვის ოლქი) მალე განაჩენს გამოიტანს ოლეგ სიროტკინის საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მისთვის.

ზოგადი ინფორმაცია

ოლეგის შემთხვევა შეგვახსენებს, რომ მას, ვისაც იეჰოვასადმი რწმენა აქვს „ცუდი ამბები ვერ შეაშინებს; მტკიცეა მისი გული, რადგან იეჰოვაზეა მინდობილი“ (ფსალმუნი 112:7).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის მარტი

    დაიწყო ოლეგის მიმართ ფარული თვალთვალი. მის ოთახში დამონტაჟდა აუდიოჩამწერი და მოხდა მისი კომპიუტერის კონტროლი.

  2. 2021 წლის 14 სექტემბერი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  3. 2021 წლის 21 სექტემბერი

    გაჩხრიკეს ოლეგის ბინა, რის შემდეგაც მას ჩამოართვეს კომპიუტერი, პირადი ჩანაწერები და სხვა ნივთმტკიცებულებები.

  4. 2021 წლის 22 ოქტომბერი

    მოხდა მისი მანქანის კონფისკაცია.

  5. 2022 წლის 11 აპრილი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა