14 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
მოთმინება აუცილებლად დაჯილდოვდება
ლესოსიბირსკის საქალაქო სასამართლო (კრასნოიარსკის მხარე) მალე განაჩენს გამოიტანს ანა მატვეიევას საქმეზე. ბრალდების მხარეს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მისთვის.
ზოგადი ინფორმაცია
თუ ანას მსგავსად ღვთის მითითებებს მივყვებით, ყოველთვის გვექნება სიხარულის მიზეზი (ფსალმუნი 119:111, 112).
დროის დიაგრამა
2021 წლის 25 ნოემბერი
სამართალდამცავები დაახლოებით 1 წლის მანძილზე ფარულად უსმენდნენ ძმების საუბრებს, რის შემდეგაც მათ ლესოსიბირსკში 6 იეჰოვას მოწმის, მათ შორის ანას, სახლი გაჩხრიკეს.
2023 წლის 30 იანვარი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2023 წლის 17 თებერვალი
ანას დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2023 წლის 29 დეკემბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.