არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსეი ანტიუხინი, სერგეი ბაევი, იური გალკა, ვალერი გურსკი და ვიტალი ნერუში; ქვემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: იგორ პოპოვი, ევგენი სოკოლოვი, მიხაილ ვესელოვი და ანატოლი იაგუპოვი.

2022 წლის 20 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

მოთმინება ჯილდოვდება

მოთმინება ჯილდოვდება

ლევობერეჟნის რაიონული სასამართლო (ვორონეჟი) მალე განაჩენს გამოიტანს ალექსეი ანტიუხინის, სერგეი ბაევის, იური გალკას, ვალერი გურსკის, იგორ პოპოვის, ვიტალი ნერუშის, სტეპან პანკრატოვის, a ევგენი სოკოლოვის, მიხაილ ვესელოვის და ანატოლი იაგუპოვის საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მათთვის.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 13 ივლისი

    ვორონეჟსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა 100-ზე მეტი იეჰოვას მოწმის სახლი გაჩხრიკეს. დაახლოებით 40 და-ძმა დასაკითხად გადაიყვანეს. ზემოხსენებული ათი ძმა განყოფილებაში დატოვეს.

  2. 2020 წლის 14, 15 ივლისი

    ათივე ძმა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაგზავნეს.

  3. 2020 წლის 3 აგვისტო—18 სექტემბერი

    სერგეი, სტეპანი, იგორი და ანატოლი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  4. 2020 წლის 1—3 დეკემბერი

    ალექსეი, იური, ვალერი, ვიტალი, ევგენი და მიხაილი გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, სერგეის, სტეპანს, იგორსა და ანატოლის კი შინაპატიმრობა მოუხსნეს.

  5. 2021 წლის 13 დეკემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

ზოგადი ინფორმაცია

გვამხნევებს იმის დანახვა, როგორ ჯილდოვდება ჩვენი და-ძმების მოთმინება, რომლებიც ენდობიან იეჰოვას (იაკობი 1:4).

a b სტეპან პანკრატოვის ფოტო არაა ხელმისაწვდომი.