არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 7 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

მესამე დღეა მიმდინარეობს სასამართლო პროცესი იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე

მესამე დღეა მიმდინარეობს სასამართლო პროცესი იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე

რუსეთის უზენაესი სასამართლო უკვე მესამე დღეა განიხილავს საქმეს იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობის აკრძალვის თაობაზე. მათ შორის, ვინც სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა, რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ორი წარმომადგენელიც იყო. მათ გააპროტესტეს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწმეების წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები.

სერგეი ჩერეპანოვმა გააპროტესტა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, რომ ადმინისტრაციულმა ცენტრმა შეწყვიტოს ანტიექსტრემისტული კანონის დარღვევა. თუმცა იუსტიციის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, რაში გამოიხატებოდა კანონდარღვევა და რა ზომები უნდა მიეღოთ მოწმეებს მის აღსაკვეთად. ადმინისტრაციული ცენტრის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ვასილი კალინმა აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი უკვე 26 წელია ფუნქციონირებს, შემდეგ იკითხა: „საინტერესოა, როდის გავხდით ექსტრემისტები?“. მან დასძინა, რომ იეჰოვას მოწმეები არ შეცვლილან და კვლავაც კანონმორჩილი და მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ვასილი კალინმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთში იეჰოვას მოწმეების დევნა დაიწყო.

მოსამართლემ შემდეგი სხდომა 2017 წლის 12 აპრილს 10:00 სთ-ზე დანიშნა.