2017 წლის 6 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის უზენაესი სასამართლო იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე საქმის განხილვას 2017 წლის 7 აპრილს განაახლებს
დღეს რუსეთის უზენაეს სასამართლოში სხდომის დაწყებისთანავე იუსტიციის სამინისტრომ იეჰოვას მოწმეების ყველა იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოითხოვა იმის საფუძველზე, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა იეჰოვას მოწმეების რამდენიმე იურიდიული პირი ექსტრემისტულ საქმიანობაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლემ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხა, რატომ მიიჩნევდა, რომ მოწმეების 8 იურიდიული პირის საქმიანობის ექსტრემისტულად ცნობის ფაქტი საკმარისი საფუძველია, მოხდეს მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრისა და მათი 395 იურიდიული პირის ლიკვიდაცია. მოსამართლე იმითაც დაინტერესდა, თუ როგორ აისახებოდა ეს იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობაზე; მან არაერთხელ ჰკითხა ბრალდების მხარეს, როგორ უქმნიდა მათი საქმიანობა საფრთხეს საზოგადოებას. გარდა ამისა, კითხვები დაცვის მხარის წარმომადგენლებმაც დასვეს, რამაც გამოააშკარავა, რომ იუსტიციის სამინისტროს სინამდვილეში ადგილობრივი იურიდიული პირების ლიკვიდაცია კი არა, მოწმეების რელიგიური საქმიანობის აკრძალვა ჰქონდა განზრახული.
სასამართლო სხდომა განახლდება 2017 წლის 7 აპრილს 10:00 სთ-ზე.