არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 3 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი მოსკოვში

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი მოსკოვში

2015 წლის 27 მაისს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი ორგანიზაცია მოსკოვში. უკვე თითქმის 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ მოსკოვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო იყო.

წლების განმავლობაში მიმდინარე სასამართლო განხილვების შემდეგ 2004 წელს მოსკოვში გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ. 2010 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მთავრობისგან მოითხოვა სამართლიანობის აღსადგენად ხელახლა გაეტარებინა რეგისტრაციაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი და აენაზღაურებინა მიყენებული მორალური ზარალი. რუსეთის მთავრობამ დაკისრებული ფულადი ჯარიმა გადაიხადა, მაგრამ მოწმეების იურიდიული პირი მხოლოდ ახლა გაატარა რეგისტრაციაში.