2018 წლის 19 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთში იეჰოვას მოწმეებს უსამართლოდ სდებენ ბრალს, თითქოს ისინი საშიშ იარაღს ფლობენ და ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობენ
რამდენიმე საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია იტყობინება, რომ რუსეთში, კერძოდ კიროვის ოლქში, ბოლო პერიოდში ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად აღმოჩენილ იქნა „საბრძოლო იარაღი“, რომელიც, სამართალდამცავების თქმით, იეჰოვას მოწმეებს ეკუთვნოდა. აღნიშნული „იარაღი“ აღმოჩენილ იქნა იმ პირის სახლში, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე. რეალურად, ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დაჟანგებული და მწყობრიდან გამოსული რელიკვია — ორი ხელყუმბარა და ერთი ნაღმი. სახლის პატრონის ცოლმა, რომელიც იეჰოვას მოწმეა, არც კი იცოდა, რომ მისი მეუღლე ამ ნივთებს ფლობდა.
რელიკვიების მფლობელი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კარგად ცნობილი რუსული რაზმის, „პოისკის“ იგივე სამძებრო ბრიგადის ხელმძღვანელი იყო; ამ რაზმის მოვალეობაში შედიოდა გარდაცვლილი ჯარისკაცების გვამების მოძებნა და დამარხვა. ამგვარი სამუშაოების დროს ხშირი იყო შემთხვევები, როცა ბრიგადის წევრები პოულობდნენ არტეფაქტებს, მათ შორის მწყობრიდან გამოსულ ძველ საბრძოლო იარაღებს.
რუსეთის ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს ფაქტების გაყალბებას, რათა შეგვილახოს რეპუტაცია მშვიდობის მოყვარულ ხალხს. ეს ყველაფერი გვახსენებს იესოს სიტყვებს, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ მოწინააღმდეგეები „ყველანაირ ბოროტებას“ დაგვაბრალებდნენ ქრისტეს გამო (მათე 5:11).