2018 წლის 3 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
მოწმეებმა წააგეს სააპელაციო სასამართლო პროცესი, ეს ნებას რთავს რუსეთის მთავრობას, მოახდინოს ჩვენი ყოფილი ფილიალის შენობა-ნაგებობების კონფისკაცია.
ხუთშაბათს, 2018 წლის 3 მაისს სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ მხარი დაუჭირა 2017 წლის გადაწყვეტილებას, რომელიც ნებას რთავს რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ მოახდინოს სოლნეჩნოეში არსებული ჩვენი ყოფილი ფილიალის შენობა-ნაგებობების კონფისკაცია.
მართალია, ჩვენ ვერ შევუშლით ხელს რუსეთის ხელისუფლებას, მოახდინოს კერძო საკუთრების კონფისკაცია, მაგრამ 3 მაისის სასამართლო გადაწყვეტილება არის იმ საჩივრის ნაწილი, რომელიც უკვე განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მთავრობას აცნობა, რომ უკვე მიმდინარეობს ჩვენი საჩივრის, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი საკითხის, განხილვა.
მოუთმენლად ველით დროს, როცა იეჰოვა, სრულყოფილი სამართლიანობის ღმერთი, აღმოფხვრის ყოველგვარ უსამართლობას (ესაია 30:18).