2022 წლის 7 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
მშობლებისა და პაპა-ბებიის მსგავსად ევგენი ზინიჩიც ინარჩუნებს ერთგულებას
ამა წლის 27 ივნისს ოქტიაბრსკის რაიონულმა სასამართლომ (კრასნოიარსკი) ევგენი ზინიჩს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.
დროის დიაგრამა
2020 წლის 11 დეკემბერი
ევგენის სახლში მოაწყეს ჩხრეკა.
2021 წლის 21 იანვარი
ევგენის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2021 წლის 19 ოქტომბერი
მას ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი.
2021 წლის 20 ოქტომბერი
დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2021 წლის 14 დეკემბერი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
ზოგადი ინფორმაცია
დარწმუნებული ვართ, იეჰოვას სიყვარული და მისგან მიღებული ნუგეში ევგენის ძალას შემატებს, რომ თავისი მშობლებისა და პაპა-ბებიის მსგავსად გაბედულება და მოთმინება გამოავლინოს (ფსალმუნი 86:17).