არჩეულ მასალაზე გადასვლა

ნატალია შარაპოვა

21 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ნატალია შარაპოვა ციხიდან გაათავისუფლეს

ნატალია შარაპოვა ციხიდან გაათავისუფლეს

2024 წლის 4 ოქტომბერს ნატალია შარაპოვა ციხიდან გაათავისუფლეს. 2024 წლის 10 ივლისს ის დამნაშავედ ცნეს და სამწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის ორი წელი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, მას სასჯელი სრულად მოხდილად ეთვლება.

სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ნატალიამ ასეთი რამ თქვა: „ჩემი ძვირფასი თანაქრისტიანები გვერდში მიდგანან და ყოველდღე მარწმუნებენ თავიანთ სიყვარულში. იესომ გვასწავლა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, თუკი ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). ასე რომ, სიყვარული კვლავაც იქნება ჩემი მამოძრავებელი ძალა“.

გვიხარია, რომ ნატალია ოჯახს დაუბრუნდა. დარწმუნებული ვართ, იეჰოვა კვლავაც გამოავლენს „ურყევ სიყვარულს“ ნატალიასა და ყველა მისი ერთგული მსახურის მიმართ (ფსალმუნი 59:16,17).