27 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ნიკოლაი ვოიშჩევს სამწლიანი პატიმრობა შეუფარდეს
2023 წლის 14 სექტემბერს მაიკოპის საქალაქო სასამართლომ (ადიღეს რესპუბლიკა) დამნაშავედ ცნო ნიკოლაი ვოიშჩევი და სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ის პატიმრობაში 2022 წლის 20 ოქტომბრიდან იმყოფება.
ზოგადი ინფორმაცია
მართალია, ძალიან გვწყინს ნიკოლაის დაპატიმრება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, იეჰოვა კვლავაც გააძლიერებს და ანუგეშებს მას და ყველა იმ და-ძმას, ვინც განსაცდელებს ხვდება (ფსალმუნი 119:76).
დროის დიაგრამა
2022 წლის 19 ოქტომბერი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2022 წლის 20 ოქტომბერი
გაჩხრიკეს ნიკოლაის სახლი, დაკითხეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
2022 წლის 21 ოქტომბერი
გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
2023 წლის 11 იანვარი
მოსამართლეს თხოვნით მიმართეს, რომ ნიკოლაი სუსტი ჯანმრთელობის გამო შინაპატიმრობაში გადაეყვანათ. მოსამართლემ თხოვნა არ დააკმაყოფილა და ნიკოლაი პატიმრობაში დატოვა.
2023 წლის 25 იანვარი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
2023 წლის 14 სექტემბერი
ნიკოლაი დამნაშავედ ცნეს და სამი წლით პატიმრობა შეუფარდეს.
a პატიმრობაში ყოფნის დროს ნიკოლაისთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოხერხდა.