არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 22 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

პატიმრობიდან შინაპატიმრობამდე

პატიმრობიდან შინაპატიმრობამდე

ორი ძმა, რომელთაც ახლახან მიუსაჯეს შინაპატიმრობა, თავიანთ ადვოკატებთან ერთად. მარცხნიდან მარჯვნივ: ადვოკატი ვიტალი სვინცოვი, ვლადიმირ კოჩნევი, ალექსანდრ სუვოროვი და ადვოკატი ეგიაზარ ჩერნიკოვი.

2018 წლის 3 აგვისტოს ორენბურგში, რუსეთის ერთ-ერთ ოლქში, ლენინსკის საოლქო სასამართლოს მოსამართლის, ინა იანგუბაიევას, გადაწყვეტილებით 78-დღიანი პატიმრობის შემდეგ შინაპატიმრობა მიესაჯათ ძმებს, ვლადიმერ და ალექსანდრე სუვოროვებს. იმავე დღეს მაგადანის რაიონულ სასამართლოში 64-დღიანი პატიმრობის შემდეგ შინაპატიმრობა მიესაჯა ძმა კონსტანტინ პეტროვსაც. გვიხარია, რომ ეს სამი ძმა აღარ იმყოფება პატიმრობაში, თუმცა მათი საქმე კვლავ განხილვის პროცესშია და თუ სასამართლო მათ წინააღმდეგ გამოიტანს განაჩენს, ამ ძმებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

16 აგვისტოს მონაცემებით, რუსეთში 9 იეჰოვას მოწმე იმყოფება შინაპატიმრობაში, 25 მოწმე კი დაპატიმრებულია. გარდა ამისა, 30 და-ძმას ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც, მათ ეკრძალებათ თავიანთი ქალაქების დატოვება ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე. კვლავ ვლოცულობთ იმ და-ძმებისთვის, რომლებიც ურთულეს სიტუაციაში იმყოფებიან რუსეთში (2 კორინთელები 1:11).