არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 8 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

პრეზიდენტმა პუტინმა იეჰოვას მოწმე მშობლებს საპატიო ჯილდო გადასცა

პრეზიდენტმა პუტინმა იეჰოვას მოწმე მშობლებს საპატიო ჯილდო გადასცა

ნიუ-იორკი — 2017 წლის 31 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იეჰოვას მოწმე მშობლებს, ვალერი და ტატიანა ნოვიკებს, რომლებსაც 8 შვილი ჰყავთ, საპატიო ჯილდო გადასცა კრემლში გამართულ ცერემონიალზე.

მრავალშვილიანი მშობლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა კრემლში „ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის“ წინა დღეს

ეს ჯილდო პრეზიდენტმა 2008 წლის მაისში დააწესა მრავალშვილიანი მშობლებისთვის, რომლებსაც სულ მცირე 7 შვილი ჰყავთ და რომლებიც ზრუნავენ თავიანი შვილების ჯანმრთელობასა და განათლებაზე; აგრეთვე მათ გონებრივ, ფიზიკურ თუ ზნეობრივ განვითარებაზე. ასეთი ოჯახები სამაგალითონი არიან და განამტკიცებენ ოჯახის ინსტიტუტს.

რვა შვილის მამას, ვალერი ნოვიკს, პრეზიდენტი პუტინი გადასცემს საპატიო ჯილდოს

დეივიდ სიმონიანი, იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი, აღნიშნავს: „ეს ჯილდო დასტურია იმისა, რომ იეჰოვას მოწმეების ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელსაც ისინი მთელ მსოფლიოში ეწევიან, ეხმარება მშობლებს, თავიანთი შვილები ღირსეულ მოქალაქეებად აღზარდონ. ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ იეჰოვას მოწმეებისთვის ჯილდოს გადაცემის ფაქტს გაითვალისწინებს რუსეთის უზენაესი სასამართლო, რომელიც 2017 წლის 17 ივლისს იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავს“.

საკონტაქტო პირი:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000