2020 წლის 30 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
პროკურორი ასაჩივრებს გადაწყვეტილებას დენის კრისტენსენის ვადამდელი გათავისუფლების თაობაზე
ახლახანს შევიტყვეთ, რომ კურსკის ოლქის პროკურატურის პროკურორი, ალექსეი შატუნოვი, ასაჩივრებს ძმა დენის კრისტენსენის ვადამდელ გათავისუფლებას. მართალია, კრისტენსენის ადვოკატები სასამართლოში შესაგებელს წარადგენენ, მაგრამ საქმის მოსმენის ჩანიშვნას კვირები დასჭირდება. ციხის ადმინისტრაციამ დენის კრისტენსენი ათი დღისთ კარცერში გადაიყვანა. მოვლენების ამგვარად განვითარების მიუხედავად, კრისტენსენი მხნეობას არ კარგავს. მადლობა, რომ არ წყვეტთ დენისისა და მისი მეუღლისთვის ლოცვას.