2021 წლის 25 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რას შეცვლის რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება?
2021 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის უზენაესი სასამართლოს პლენუმმა შესწორება შეიტანა ექსტრემისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებაში. ამ ცვლილების თანახმად, ინდივიდუალური თუ ჯგუფური თაყვანისცემა აღარ უნდა იქნეს მიჩნეული აკრძალული რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობად. პლენუმის გადაწყვეტილების მიუხედავად, იეჰოვას მოწმეების მასობრივი დევნა რუსეთში ჯერაც არ შეწყვეტილა, რადგან რუსმა სამართალდამცავებმა სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს ამ ცვლილებას.
მაგალითად, 28 ოქტომბრის შემდეგ სამართალდამცავებმა იეჰოვას მოწმეების 13 სახლში მოაწყვეს რეიდი. გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირინა ლოხვიცკაიას საჩივარი, 80 წლის და, ელენა საველიევა, კი დამნაშავედ ცნო. თუმცა, ამა წლის 22 ნოემბერს, ვლადივოსტოკში მდებარე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო დიმიტრი ბარმაკინი.
ზუსტად არ ვიცით, რა მოჰყვება ამ ცვლილებას — შემსუბუქდება ჩვენი და-ძმების მდგომარეობა თუ უფრო დამძიმდება. როგორც არ უნდა წარიმართოს სიტუაცია, ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა თავის მსახურებს დღესვე დაეხმარება, სიხარულით აიტანონ განსაცდელები, ხოლო მომავალში ყველა გასაჭირისგან იხსნის მათ (ფსალმუნი 146:3—5).