არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: ციხიდან გათავისუფლებული რომანი დედასთან და დასთან ერთად

31 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რომან მარეიევი ციხიდან გაათავისუფლეს

რომან მარეიევი ციხიდან გაათავისუფლეს

2024 წლის 25 ოქტომბერს რომან მარეიევი ციხიდან გაათავისუფლეს. ის 2023 წლის 12 ივლისს დამნაშავედ ცნეს და ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. რომანს უკვე ჰქონდა ორი წელი წინასწარ პატიმრობაში გატარებული; ამიტომ დღეისათვის მას სასჯელი მოხდილად ეთვლება.

სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, რომანმა აღნიშნა, რა აძლევდა მას მოთმინების ძალას: „ნამდვილი ბედნიერება გარემო ფაქტორებზე არაა დამოკიდებული. ბედნიერი მაშინ ხარ, როცა ეჭვი არ გეპარება, რომ ღმერთის მოსაწონად იქცევი. რატომ ვარ დარწმუნებული, რომ ღმერთი იწონებს ჩემს საქციელს? რომაელების 15:13-ში ნათქვამია: „იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ დიდი სიხარულითა და მშვიდობით, რათა თქვენი იმედი კიდევ უფრო განმტკიცდეს წმინდა სულის ძალით“. მიუხედავად იმისა, რომ უსამართლობის მსხვერპლი გავხდი, გული სიხარულით მაქვს სავსე და სიმშვიდეს ვგრძნობ. ეს მხოლოდ ღვთის ძალითაა შესაძლებელი“.

გვიხარია, რომ რომანი ოჯახს დაუბრუნდა. გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყოველთვის დაგვაჯილდოებს მისადმი ერთგულებისთვის (2 მატიანე 15:7).