2018 წლის 15 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის მთავრობა ახორციელებს იეჰოვას მოწმეების ყოფილი ფილიალის კონფისკაციას
2018 წლის 3 მარტს სანქტ-პეტერბურგის საქალაქო სასამართლომ მხარი დაუჭირა 2017 წლის დეკემბერში რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ეს რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს, ნებისმიერ დროს მოახდინოს სოლნეჩნოეში არსებული რუსეთის ფილიალის შენობების კონფისკაცია. სასამართლო მოსმენამდე ერთმა ჟურნალისტმა, თეოლოგმა და ორმა იეჰოვას მოწმე ადვოკატმა, ამხილეს რაიონული სასამართლოს ეს უსამართლო გადაწყვეტილება. ერთმა ცოლ-ქმარმა, რომლებმაც ფილიალის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა, აღნიშნეს, თუ რას ნიშნავდა მათთვის ეს შენობები.