არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 25 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს ძმა იური ზალიპაიევის გამამართლებელ გადაწყვეტილებას

რუსეთის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს ძმა იური ზალიპაიევის გამამართლებელ გადაწყვეტილებას

2021 წლის 25 იანვარს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის სარჩელი ძმა იური ზალიპაიევის საქმეზე 2020 წლის 7 ოქტომბერს გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილების თაობაზე. შესაძლოა პროკურორმა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება, თუმცა უკვე ის ძალაში შევიდა. იურის მოეხსნა ყველა ბრალდება. ახლა მას უფლება აქვს, მოითხოვოს კომპენსაცია უსაფუძვლოდ წაყენებული ბრალდებების სანაცვლოდ.

იეჰოვაზე მინდობით იურიმ შემართებით დაიცვა საკუთარი პოზიცია სასამართლოს წინაშე, თუმცა იცოდა, რომ მისი გამამართლებელი განაჩენი შეიძლებოდა შეცვლილიყო. განაჩენის გამოცხადების წინ იურიმ გაბედულად განაცხადა, რომ მალე იეჰოვა ღმერთი ბოლოს მოუღებდა ყოველგვარ ბოროტებას, მათ შორის იეჰოვას მოწმეთა უსამართლო დევნას რუსეთში. მან აღნიშნა: «ჩემმა მოწინააღმდეგეებმა როგორი ბრალდებებიც არ უნდა მომიგონონ, მათ ერთი რამ კარგად უნდა ესმოდეთ: ისინი ვერ შეძლებენ, შემისუსტონ იმის რწმენა, რომ მალე ღმერთი გაანადგურებს ბოროტებას მთელ დედამიწაზე. მჯერა, ძალიან მალე ადამიანები ყველა ერიდან გააცნობიერებენ, რომ ყველანი დები და ძმები არიან და რეალურად მათ არ აქვთ ურთიერთდაპირისპირების არანაირი მიზეზები. ბიბლიაში ღმერთზე ნათქვამია: „სამართალს გაუჩენს ერებს და საქმეებს მოაგვარებს მრავალი ხალხისთვის. ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (ესაია 2:4).

დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიტყვები, მალე რეალობად იქცევა».