2020 წლის 14 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სააპელაციო სასამართლო მხარს უჭერს წინა ინსტანციის სასამართლოს მიერ ძმა ევგენი სპირინისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რის თანახმადაც მას ჯარიმის გადახდა დაეკისრა
2020 წლის 14 ოქტომბერს ივანოვოს საოლქო სასამართლომ მხარი დაუჭირა წინა ინსტანციის სასამართლოს მიერ 2020 წლის ივლისში ძმა ევგენი სპირინისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, რის თანახმადაც მას ჯარიმის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა პროკურატურის მოთხოვნაზე, ეწარმოებინათ ძმა ევგენის საქმის ხელახალი განხილვა. დიდი ალბათობით, პროკურორი გაასაჩივრებს უახლეს გადაწყვეტილებას და კვლავ მოითხოვს, რომ ძმა ევგენის შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდონ.