2021 წლის 26 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სააპელაციო სასამართლო სასჯელის ვადას უმცირებს რაიმანების წყვილს
2021 წლის 26 თებერვალს კოსტრომას საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა 2020 წლის ოქტომბერში ცოლ-ქმარ რაიმანებისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა მათ შეუმცირეს სასჯელის ხანგრძლივობა. სერგეის პირობითი სასჯელი რვა წლიდან სამ წლამდე შემცირდა, ვალერიასი კი — შვიდიდან ორ წლამდე. მათ არ მოუწევთ აღნიშნული სასჯელის ციხეში მოხდა.