2020 წლის 4 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სააპელაციო სასამართლო უარს აცხადებს ძმა დენის კრისტენსენის ვადამდელ გათავისუფლებაზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის განმეორებით მოსმენას სთხოვს
2020 წლის 4 სექტემბერს კურსკის საოლქო სასამართლომ ბათილად ცნო ლგოვის რაიონული სასამართლოს მიერ 2020 წლის 23 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება ძმა დენის კრისტენსენის ვადამდელი გათავისუფლების თაობაზე. კურსკის საოლქო სასამართლომ დაავალა ლგოვის რაიონულ სასამართლოს, რომ ხელახლა დანიშნოს სასამართლო მოსმენა აღნიშნულ საქმეზე ახალი მოსამართლის ხელმძღვანელობით. საქმის განმეორებითი მოსმენის თარიღი ჯერ არ ჩანიშნულა.