არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 29 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სააპელაციო სასამართლო ძალაში ტოვებს ექვსი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს

რუსეთის სააპელაციო სასამართლო ძალაში ტოვებს ექვსი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს

2021 წლის 29 იანვარს ულიანოვსკის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა 2020 წლის ოქტომბერში ექვსი და-ძმის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი. ესენი არიან: ალექსანდრე განინი, ხორენ ხაჩიკიანი, ანდრეი ტაბაკოვი, მიხეილ ზელენსკი, სერგეი მისინი და მისი მეუღლე ნატალია. სერგეის გარდა, ყველას შემთხვევაში ძალაში რჩება თავდაპირველად მისჯილი პირობითი სასჯელის ვადა. სერგეის კი სასამართლომ ოთხწლიანი პირობითი სასჯელი კიდევ ნახევარი წლით გაუხანგრძლივა. არცერთ მათგანს არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.