არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 25 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლომ პირველად გააუქმა გამამტყუნებელი განაჩენი — ძმა ვლადიმერ ალუშკინმა და სხვა ხუთმა იეჰოვას მოწმემ საქმე მოიგეს

რუსეთის სასამართლომ პირველად გააუქმა გამამტყუნებელი განაჩენი — ძმა ვლადიმერ ალუშკინმა და სხვა ხუთმა იეჰოვას მოწმემ საქმე მოიგეს

2020 წლის 25 მარტს პენზის საოლქო სასამართლომ გააუქმა ძმების — ვლადიმერ ალუშკინის, ვლადიმერ კულიასოვის, ანდრეი მაგლივის და დენის ტიმოშინის, აგრეთვე დების, ტატიანა ალუშკინასა და გალია ოლხოვას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება. მათი საქმეები გადაეცემა სასამართლოს ხელახალი განხილვისთვის.

ვინაიდან სასამართლომ საჩივარი დააკმაყოფილა, ძმა ალუშკინი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება ციხიდან. თუმცა, სანამ საქმის ხელახალი განხილვის შედეგი გახდება ცნობილი, ძმა ალუშკინსა და სხვა მოწმეებს კვლავ ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება და მათზე კვლავ ვრცელდება გარკვეული შეზღუდვები.