21 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა ოთხ იეჰოვას მოწმეს
2023 წლის 20 ნოემბერს პროლეტარსკის რაიონულმა სასამართლომ (ტულა) დამნაშავედ ცნო ევგენი გოდუნოვი, გურამი ლაბაძე, იულია პოპკოვა და ანჟელა პუტივსკაია. ევგენის და გურამს ექვსწელიწად-ნახევრით პირობითი სასჯელი შეეფარდათ, იულიას და ანჟელას კი — ორწელიწად-ნახევრით. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
ზოგადი ინფორმაცია
ამ და-ძმების მაგალითები გვარწმუნებს, რომ თუ მივენდობით იეჰოვას და მივბაძავთ ძველ დროში მცხოვრებ მის მსახურებს, იმედს არ დავკარგავთ და ნუგეში გვექნება (რომაელები 15:4).
დროის დიაგრამა
2021 წლის 25 მარტი
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2021 წლის 13 აპრილი
გაჩხრიკეს ჩვენი და-ძმების ბინები. ანჟელა და იულია დააკავეს.
2021 წლის 14 აპრილი
ანჟელა და იულია დროებითი მოთავსების იზოლატორში გაგზავნეს. დააკავეს ევგენი და ბრალი წაუყენეს. გურამს შინაპატიმრობა შეუფარდეს.
2021 წლის 16 აპრილი
ევგენი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
2021 წლის 20 მაისი
ანჟელა, ევგენი და იულია შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2021 წლის 22 ივლისი
ანჟელა, ევგენი და იულია გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2021 წლის 23 ივლისი
გურამი გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.
2023 წლის 11 მაისი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
2023 წლის 20 ნოემბერი
ყველა მათგანი დამნაშავედ ცნეს და პირობითი სასჯელი შეუფარდეს.