2020 წლის 7 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლომ ძმა იური ზალიპაიევი უდანაშაულოდ ცნო!
2020 წლის 7 ოქტომბერს მაისკის რაიონულმა სასამართლომ (ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა) უდანაშაულოდ ცნო ძმა იური ზალიპაიევი და მას ყველა ბრალდება მოუხსნა. პროკურატურას ათი დღე აქვს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
პროკურორი აცხადებდა, რომ ძმა იური სხვებს ძალადობრივი ქმედებებისკენ აქეზებდა. თუმცა, 30-ზე მეტი მოწმის ჩვენების თანახმად, ის უბრალოდ ახალისებდა სხვებს, რომ ბიბლია ეკითხათ და ყველას მიმართ მეგობრულები და კეთილები ყოფილიყვნენ.
სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს აგრეთვე საფუძვლად დაედო „თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის“ მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმადაც, იეჰოვას მოწმეები არ ავლენენ ძალადობას და არც სხვებს მოუწოდებენ, რაიმე სახით, ძალადობრივი ქმედებებისკენ.
სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ძმა იურიმ აღნიშნა: „ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები ცუდი ამბის მოსასმენად იყვნენ მზად. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ სასამართლო პროცესების დროს არ მიგრძნია რაიმე ზეწოლა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემს უდანაშაულობას იცავდა“.