2020 წლის 23 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს დენის კრისტენსენის ვადამდე გათავისუფლების შესახებ
2020 წლის 23 ივნისს კურსკის ოლქში, ლგოვსკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დენის კრისტენსენის ვადამდელი გათავისუფლების თაობაზე. ბრალდების მხარის მოთხოვნით სასამართლომ დენის კრისტენსენს სასჯელის დარჩენილი ვადა შეუმსუბუქა და სანაცვლოდ 400 000 რუბლის (5 759 აშშ დოლარი) ოდენობის ფულადი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება ძალაში შევა ათ დღეში, რის შემდეგაც დენისს საშუალება ექნება, დაუბრუნდეს ოჯახს და თანაქრისტიანებს. ამ ყველაფრისთვის დიდება იეჰოვას ეკუთვნის.