არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 1 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს ძმა იგორ ივაშინის მიმართ და მას ექვსწლიან პირობით სასჯელს უფარდებს

რუსეთის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს ძმა იგორ ივაშინის მიმართ და მას ექვსწლიან პირობით სასჯელს უფარდებს

2020 წლის პირველ აპრილს სახას რესპუბლიკაში ლენსკის საოლქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა იგორ ივაშინი რელიგიური საქმიანობის გამო და ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა მას. მართალია, ძმა იგორს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა, თუ პრობაციის პერიოდში შენიშნავენ, რომ ის რელიგიურ მსახურებას ასრულებს, მსგავს ქმედებას ავტომატურად სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევად ჩაუთვლიან და შესაძლოა დაუყოვნებლივ ჩასვან ციხეში. ძმა იგორი გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.