2019 წლის 2 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო ათავისუფლებს სურგუტის ციხეში დარჩენილ ორ იეჰოვას მოწმეს
2019 წლის 9 აპრილს სურგუტის საქალაქო სასამართლომ გამოსცა ბრძანება ძმების, ევგენი ფედინისა და სერგეი ლოგინოვის, წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან გათავისუფლების თაობაზე იმის მიუხედავად, რომ უფლებამოსილი პირები მათთვის პატიმრობის ვადის გახანგრძლივებას ითხოვდნენ. მართალია, ამ ძმების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლებრივი საქმის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ მათ ნება დართეს, 11 აპრილს დაეტოვებინათ საპატიმრო.
ძმები, ევგენი და სერგეი, 2019 წლის 15 თებერვლიდან იყვნენ დაკავებულები. ისინი იმ დროს აიყვანეს, როცა პოლიციამ ქალაქ სურგუტში იეჰოვას მოწმეთა სახლებში მასობრივი ჩხრეკები მოაწყო. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ სამართალდამცავებმა სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრეს 19 მოწმის წინააღმდეგ. სამი მათგანი, ევგენი, სერგეი და არტურ სევერინჩიკი წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს. არტური 15 მარტს გაათავისუფლეს.
თებერვლის რეიდების შემდეგ პოლიციამ უმოწყალოდ აწამა შვიდი ძმა, რომელთა შორის იყო ძმა სერგეი ლოგინოვიც. ძმებმა ამ სასტიკი ქმედების წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სარჩელის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავ შეისმენს ჩვენს ლოცვებს და განამტკიცებს რუსეთში მცხოვრებ და-ძმებს (ფსალმუნები 10:17).