2021 წლის 31 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ოთხი იეჰოვას მოწმის საჩივარს
2021 წლის 28 მაისს ომსკის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმა სერგეი პოლიაკოვის, მისი მეუღლის, ანასტასიას და დების, გაუხარ ბეკტემიროვასა და დინარა დიუსეკეიევას საჩივარი. ძმა სერგეი საპატიმროში რჩება, სამი დის შემთხვევაში კი ძალაში რჩება მათთვის შეფარდებული პირობითი სასჯელი.