არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა ალექსეი მეცგერი რუსეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო იმის გამო, რომ საკუთარი მრწამსის შესახებ სხვებთან საუბრობდა

2019 წლის 21 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს პროკურორის მოთხოვნას და ძმა ალექსეი მეცგერს სამწლიანი პატიმრობის შეფარდების ნაცვლად 350 000 რუბლით აჯარიმებს

რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს პროკურორის მოთხოვნას და ძმა ალექსეი მეცგერს სამწლიანი პატიმრობის შეფარდების ნაცვლად 350 000 რუბლით აჯარიმებს

2019 წლის 14 ნოემბერს ქალაქ პერმის რაიონულმა სასამართლომ ძმა ალექსეი მეცგერი დამნაშავედ ცნო და დააკისრა 350 000 რუბლის გადახდა ჯარიმის სახით (დაახლოებით 5 460 აშშ დოლარი). ის უკვე მე-12 ძმაა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ წელს დააპატიმრა საკუთარი მრწამსის სხვებისთვის გაზიარების გამო ეგრეთ წოდებული ექსტრემიზმის ბრალდებით. ძმა ალექსეის ადვოკატი აპირებს განაჩენის გასაჩივრებას.

2019 წლის 25 აპრილს ძმა ალექსეის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ იმის გამო, რომ ის იეჰოვას მოწმეა. სასამართლოზე ფაქტების სახით წარმოდგენილი იყო ის ფარული ჩანაწერებიც, რომლებშიც ალექსეი რელიგიურ თემებზე სხვებთან საუბრობდა.

სასამართლო მოსმენა დაიწყო 2019 წლის 14 ოქტომბერს. ქალაქის პროკურორი ითხოვდა, ძმა ალექსეი მეცგერისთვის სამწლიანი პატიმრობის შეფარდებას. მართალია, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის ეს მოთხოვნა, მაგრამ სამწუხაროა, რომ სერგეის სახით კიდევ ერთი ძმა აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე, რაც ბოლო დროს ტენდენციად იქცა ამ ქვეყანაში.

მართალია, რუსეთის ხელისუფლება უმიზეზოდ დევნის ჩვენს და-ძმებს, მაგრამ გვჯერა, რომ იეჰოვა მათ გვერდითაა და ძალას აძლევს სიმშვიდის შესანარჩუნებლად (ფსალმუნი 119:76, 161).