არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 19 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ძმა სერგეი ლედენოვის საჩივარს

რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ძმა სერგეი ლედენოვის საჩივარს

2021 წლის 19 იანვარს კამჩატკის მხარის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმა სერგეი ლედენიოვის საჩივარი. ახლა უკვე ძალაში შევა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი ორწლიანი პირობითი სასჯელი. ამ ეტაპზე მას არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.

მოსამართლემ ძმა სერგეის სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოსვლის უფლება მისცა საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების წინ. ძმა სერგეიმ გაბედულად დაიცვა თავისი მრწამსი და განაცხადა, რომ იეჰოვასადმი მის ერთგულებას ვერაფერი შეარყევდა. მან აღნიშნა: «ჩემი რწმენა დაფუძნებულია არა რომელიმე ორგანიზაციის წესდებაზე, არამედ ბიბლიაზე, სადაც ასეთი სიტყვები წერია: „ყველა სახლი ვიღაცის აშენებულია, ყველაფრის ამშენებელი კი ღმერთია“, და რომ „იეჰოვაა მისი სახელი“ (ებრაელები 3:4; გამოსვლა 15:3). ვერავინ და ვერაფერი შეძლებს ამ სიტყვების ბიბლიიდან და ჩემი გულიდან ამოშლას».