არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 23 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ძმა ხასან კოგუთის საჩივარს

რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ძმა ხასან კოგუთის საჩივარს

2020 წლის 23 დეკემბერს კემეროვოს რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმა ხასან კოგუთის საჩივარი და ძალაში დატოვა მის წინააღმდეგ გამოტანილი ორწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი. ამჯერად ძმა ხასანს არ მოუწევს სასჯელის საპატიმროში მოხდა.

მართალია, ხასანი გულგატეხილია იმ ფაქტის გამო, რომ დამნაშავედ ცნობა ლახავს მის მოქალაქეობრივ რეპუტაციას, მაგრამ ის ინარჩუნებს ღვთისადმი ერთგულებას და ღვთის მოწონებას. ამის ცოდნა მას სიხარულს ანიჭებს. ხასანს და მის მეუღლეს, ეკატერინას, თავიანთ რვა წლის ვაჟთან, ტიმოთესთან ერთად, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ კვლავაც ემსახურონ იეჰოვას.

2020 წლის 10 სექტემბერს სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას ხასანმა გაბედულად განაცხადა: «მე იეჰოვა ღმერთისადმი რწმენას არ დავთმობ და დანაშაულად მივიჩნევ იმ ფაქტს, რომ ამის გაკეთებას მაიძულებენ. ეს ჩემი რწმენაა, რომლის ჭეშმარიტებაშიც მტკიცედ ვარ დარწმუნებული. რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, „ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც ხელისუფლებები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება“ ვერ ჩამომაშორებს ღვთის სიყვარულს» (რომაელები 8:38, 39).