არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა სერგეი რაიმანი თავის მეუღლე, ვალერიასთან ერთად 2020 წლის 9 ოქტომბერს გამართულ სასამართლო პროცესზე

2020 წლის 9 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო დამნაშავედ ცნობს ახალგაზრდა წყვილს და მათ პირობით სასჯელს უფარდებს

რუსეთის სასამართლო დამნაშავედ ცნობს ახალგაზრდა წყვილს და მათ პირობით სასჯელს უფარდებს

2020 წლის 9 ოქტომბერს სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ (ქალაქი კოსტრომა) დამნაშავედ ცნო ძმა სერგეი რაიმანი და მისი მეუღლე, ვალერია. მათ ძმა სერგეის რვაწლიანი, მის მეუღლეს კი შვიდწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. ეს არის ჩვენი თანაქრისტიანებისთვის მისჯილი ყველაზე გრძელვადიანი პირობითი სასჯელი მას შემდეგ, რაც 2017 წელს, რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აიკრძალა ჩვენი საქმიანობა. სერგეი და ვალერია რაიმანებს ამ ეტაპზე არ მოუწევთ სასჯელის საპატიმროში მოხდა.