2021 წლის 12 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო დამნაშავედ ცნობს იგორ ცარევს და პირობით სასჯელს უფარდებს
2021 წლის 29 აპრილს ებრაელთა ავტონომიური ოლქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა იგორის საჩივარი და ძალაში დატოვა თავდაპირველი განაჩენი.
2021 წლის 12 თებერვალს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო იგორი და ორწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა მას.
იგორი სიმტკიცესა და დადებით განწყობას ინარჩუნებდა სასამართლო პროცესების განმავლობაში. 2021 წლის 11 თებერვალს სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას იგორმა აღნიშნა: «ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო ჩემი საბოლოო სიტყვა და გადავწყვიტე, რომ გამომეყენებინა მოციქული პავლეს რჩევა, რომელიც მან ყველა ქრისტიანს მისცა. კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში მან ქრისტიანებს მოუწოდა: „იყავით მადლიერნი“.
ამიტომ, თქვენო ღირსებავ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ სასამართლო პროცესების დროს მშვიდი ატმოსფეროს შენარჩუნებაზე ზრუნავდით და ყურადღებას გვაქცევდით. ... თუმცა განსაკუთრებულ მადლიერებას ჩემი შემოქმედის, იეჰოვა ღმერთისადმი, ვგრძნობ, რადგან ის მიჭერდა მხარს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მან მომცა სულის სიმშვიდე და ზედმეტად არაფერზე ვღელავდი» (კოლოსელები 3:15).