2020 წლის 14 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო დამნაშავედ ცნობს პოპოვების წყვილს და ფულად ჯარიმას აკისრებს
2020 წლის 14 თებერვალს ვილიუჩინსკის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა მიხეილ პოპოვს და მის მეუღლეს, ელენა პოპოვას. სასამართლომ ძმა მიხეილს 350 000 რუბლის (5 508 დოლარი) ოდენობის ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა, მის მეუღლეს კი — 300 000 რუბლის (4 722 დოლარი) ოდენობის, თუმცა მათთვის არ მიუსჯიათ პატიმრობა. წყვილი გაასაჩივრებს ზემოაღნიშნულ განაჩენს.
მიხეილი და ელენა 2018 წლის ივლისში დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს სასამართლო პროცესის ჩატარებამდე.
2019 წლიდან მოყოლებული დღემდე, რუსეთის სასამართლოებმა 28 იეჰოვას მოწმეს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი მათი მრწამსის საფუძველზე. მათგან 10 და-ძმა ბოლო ორი თვის განმავლობაში ცნეს დამნაშავედ, თუმცა ისინი ჯერჯერობით სასჯელს საპატიმროებში არ იხდიან.