2019 წლის 5 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო დამნაშავედ ცნობს ძმა ალექსანდრე სოლოვიევს
2019 წლის 4 ივლისს, ხუთშაბათს, რუსეთში, ქალაქ პერმში ორჯონიკიძის საოლქო სასამართლომ ძმა ალექსანდრე სოლოვიევი დამნაშავედ ცნო და ჯარიმის სახით 300 000 რუბლის (4 731 აშშ დოლარი) გადახდა დააკისრა.
ძმა ალექსანრდე 2018 წლის 22 მაისს საღამოს რკინიგზის სადგურზე დააკავეს, როდესაც ის მეუღლესთან ანასთან ერთად საზღვარგარეთ აპირებდა გამგზავრებას. პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანა. პოლიციამ და ანაც გადაიყვანა იზოლატორში, ოღონდ სხვა ავტომობილით. სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში ჩხრეკდნენ მათ სახლს; მათ ჩამოართვეს ფოტოები, ელექტრონული მოწყობილობები და ბიბლიების კოლექცია.
დაკითხვის შემდეგ და ანა გაათავისუფლეს. თუმცა მისი მეუღლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და 2018 წლის 24 მაისიდან 2018 წლის 19 ნოემბრამდე მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო განაჩენის მოლოდინში ძმა ალექსანდრეს მთელი რიგი შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული.
ძმა ალექსანდრე სოლოვიევის ადვოკატები გაასაჩივრებენ განაჩენს. მათ უკვე მიმართეს განაცხადით თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფს.
მართალია, რუსეთში დევნის ტალღა ძლიერდება, მაგრამ ჩვენ „არაფერში ვუშინდებით მოწინააღმდეგეებს“. გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავ უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც გვჭირდება, რათა მოვითმინოთ და გავუძლოთ განსაცდელებს, სანამ არ დადგება მისი ხსნის დღე (ფილიპელების 1:28).