2020 წლის 10 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სასამართლო დამნაშავედ ცნობს ძმა ხასან კოგუთსt
2020 წლის 10 სექტემბერს ბერეზოვსკის საქალაქო სასამართლომ (კემეროვოს ოლქი) გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა ძმა ხასან კოგუთს. მას ორწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრობაციის სამსახური დამატებითი ორი წლის განმავლობაში გაუწევს მას მეთვალყურეობას. ძმა ხასანს უხარია, რომ საპატიმროში არ მოუწევს სასჯელის ვადის მოხდა და კვლავ შეეძლება თავის მეუღლესთან და რვა წლის ვაჟთან ერთად ცხოვრება.