არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 4 თებერვალი
რუსეთი

რუსეთის სასამართლო დამნაშავეებად ცნობს ძმებს სტანისლავ კიმსა და ნიკოლაი პოლევოდოვს

რუსეთის სასამართლო დამნაშავეებად ცნობს ძმებს სტანისლავ კიმსა და ნიკოლაი პოლევოდოვს

2020 წლის 4 თებერვალს ქალაქ ხაბაროვსკში, ჟელეზნოდოროჟნიეს რაიონულმა სასამართლომ დამნაშავეებად ცნო ძმები სტანისლავ კიმი და ნიკოლაი პოლევოდოვი და მათ ორწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. მართალია, ჩვენს ძმებს სასჯელის მოხდა ციხეში არ მოუწევთ, მაგრამ სასჯელის ვადის დასრულებამდე ისინი პრობაციის სამსახურის დაკვირვების ქვეშ იქნებიან. ძმები აპირებენ განაჩენის გასაჩივრებას. სტანისლავისა და ნიკოლაის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელსაც განიხილავს ამავე ქალაქის ინდუსტრიული საოლქო სასამართლო. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანის თარიღი ჩანიშნული არ არის.