არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 28 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო ევგენი სპირინს 6 900-ზე მეტი აშშ დოლარით აჯარიმებს

რუსეთის სასამართლო ევგენი სპირინს 6 900-ზე მეტი აშშ დოლარით აჯარიმებს

2020 წლის 28 ივლისს ივანოვოს ოლქში ფურმანოვის საქალაქო სასამართლომ ძმა ევგენი სპირინის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. პროკურორმა ევგენი სპირინისთვის შვიდწლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. პროკურორის მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ ევგენი სპირინს 6 920 აშშ დოლარის (500 000 რუბლი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ევგენი სპირინი სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.